რა შეიცვალა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები რეექსპორტზე გააქვთ? | Allnews.Ge

რა შეიცვალა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები რეექსპორტზე გააქვთ?

საგადასახადო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე 18 აპრილს. კოდექსი შესული ცვლილებებით, ერთ-ერთი შეეხება იმ იმპორტიორებს, რომლებსაც ავტომობილები და მოტოციკლები (მოპედების ჩათვლით) რეექსპორტზე გააქვთ.

კერძოდ, თუ არსებული, მოქმედი რედაქციით, იმპორტიორებს რომლებსაც მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები განბაჟებიდან 90 დღის განმავლობაში რეექსპორტზე გაჰქონდათ, განბაჟების დროს გადახდილი აქციზის საფასური უკან უბრუნდებოდათ, ცვლილების თანახმად ეს ვადა გაიზარდა და 180 დღე გახდა.

„მსუბუქი ავტომობილის ან მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 180 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით,“-აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების დოკუმენტში.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

myquiz