რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი?

Forbes- ის წლევანდელ რეიტინგში 77 ქვეყნიდან მსოფლიოს უმდიდრესი 2640 მილიარდერი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ წელს მას ორი ახალი ქვეყანა - სომხეთი და პანამა შეემატა, რომელთაგან თითოეულს დაემატა ერთი მილიარდერი: სტენლი მოტა, პანამელი ინვესტორი და რუბენ ვარდანიანი, სომეხი საინვესტიციო ბანკირი და პოლიტიკოსი. ამ უკანასკნელმა თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში მოიპოვა და მასზე უარი გასულ წელს თქვა. 2022 წელს აღნიშნული სიიდან ის ამოვარდა და ერთი წლის მერე დაბრუნდა.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტი მილიარდერი ჰყავს:

(რეიტინგში ნაჩვენები წმინდა ღირებულება არის 2023 წლის 10 მარტის მონაცემებით)

1. ამერიკის შეერთებული შტატები

735 მილიარდერი (გასულ წელსაც 735)

მთლიანი წმინდა ქონება: 4,5 ტრილიონი დოლარი (200 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: ილონ მასკი , წმინდა ქონება: 180 მლრდ დოლარი

2. ჩინეთი

495 მილიარდერი (გასულ წელს 539)

მთლიანი წმინდა ქონება: 1.67 ტრილიონი დოლარი (300 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: ჩონგ შანშანი , 68 მლრდ დოლარი

3. ინდოეთი

169 მილიარდერი (შარშან 166)

მთლიანი წმინდა ქონება: 675 მლრდ დოლარი (75 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: მუკეშ ამბანი , 83,4 მლრდ დოლარი

4. გერმანია

126 მილიარდერი (შარშან 134)

მთლიანი წმინდა ქონება: 585 მლრდ დოლარი (23 მლრდ დოლარის კლება)

უმდიდრესი ადამიანი: დიტერ შვარცი , 42,9 მლრდ დოლარი

5. რუსეთი

105 მილიარდერი (გასულ წელს 83)

მთლიანი წმინდა ქონება: 474 მლრდ დოლარი (154 მილიარდი დოლარით მეტი)

უმდიდრესი ადამიანი: ანდრეი მელნიჩენკო , 25,2 მლრდ დოლარი

იხილეთ სრულად

myquiz