საქართველოდან ესპანეთში ადგილობრივი ექსპორტი თითქმის 600%-ით გაიზარდა - რა გაყიდა საქართველომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში
2023 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 10.6%-ით შემცირდა, თუმცა ადგილობრივი ექსპორტი თითქმის 600%-ით გაიზარდა ესპანეთთან.
კერძოდ წელს საქართველოდან 19.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდამ 597% შეადგინა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ ესპანეთში გაყიდა:
- მადნები და სპილენძის კონცენტრანტები - 18.2 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 1.2 მლნ აშშ დოლარი
- მანგანუმის ოქსიდები - 190.12 ათასი აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები - 177.94 ათასი აშშ დოლარი