როგორია განსხვავება თბილისისა და მოსკოვის უძრავი ქონების ბაზრებზე? | Allnews.Ge

როგორია განსხვავება თბილისისა და მოსკოვის უძრავი ქონების ბაზრებზე?

რუსული უძრავი ქონების კომპანია "Inkom-Nedvizhimost" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვში ბინის ქირის ღირებულება 25 000 რუბლიდან არის შესაძლებელი, რაც დაახლოებით 332 დოლარს შეადგენს. მათი განმარტებით, ამ ბიუჯეტით რუსეთის დედაქალაქში შესაძლებელია მეტროსთან ახლოს, დაახლოებით 38 კვადრატულ ბინაში დასახლდეთ, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. ამ შემთხვევაში მესაკუთრე იძლევა სადაზღვევო ანაბრის გაყოფის უფლებას ორი თვით.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ ბევრი რუსი მიგრანტი შემოვიდა, ხოლო ეს რიცხვი რეკორდულად სექტემბერში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ გაიზარდა, რამაც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია: 2022 წლის დეკემბერში თბილისში უძრავი ქონების დაქირავების ინდექსი დოლარში 112%-ით, ხოლო ლარში 83,9%-ით გაიზარდა. დეკემბერში ეს ზრდა დაფიქსირდა იმ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სანამ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს დაიწყებდა.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში შედარებით ნელი ტემპით, თუმცა ასევე გაიზარდა უძრავი ქონების ყიდვის ფასიც. კერძოდ, უძრავი ქონების ღირებულება ლარში 11.2%-ით, ხოლო დოლარში 28.3%-ით გაიზარდა. იხილეთ სრულად

myquiz