რატომ ვერ შეაჩერა დასავლეთის სანქციებმა პუტინის აგრესია უკრაინაში? | Allnews.Ge

რატომ ვერ შეაჩერა დასავლეთის სანქციებმა პუტინის აგრესია უკრაინაში?

უკვე ერთი წელია რუსეთი დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ქვეშ ცხოვრობს. მაგრამ ომი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. რატომ არ მუშაობს სანქციები ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო?

რუსეთს ფინანსური, სავაჭრო და პირადი სანქციები 40-ზე მეტმა ქვეყანამ დაუწესა: დაწყებული აშშ-დან და ევროკავშირიდან, დამთავრებული სამხრეთ კორეამდე, შვეიცარიასა და ალბანეთამდე. დასავლეთმა გაყინა რუსეთის სავალუტო რეზერვები, დააყადაღა მდიდარი რუსების იახტები და უძრავი ქონება, ჩამოაშორა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე, უარი თქვა რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის ყიდვაზე და აკრძალა მისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიების და ფუფუნების საქონლის მიყიდვა.

128632181-gettyimages-1230288160-1676717490-1676792764.jpg

რატომ არ დაინგრა რუსეთის ეკონომიკა სანქციების შედეგად?

როგორც ჩიკაგოს უნივერსტეტის ეკონომისტი, კონსტანტინ სონინი აცხადებს, რუსეთი ღარიბი ხალხით მდიდარი ქვეყანაა და ის ომისთვის კარგ ფინანსურ ფორმაში მყოფი მოემზადა.

„სანქციების დაწესების დროს ხაზინაში ჯერ კიდევ იყო ზედმეტი ფული და უცხოური ვალუტის შემოდინება საჭიროებას აჭარბებდა. ამ პირობებში შეუძლებელია ფინანსური კრიზისის გამოწვევა რუსეთზე დაწესებული სანქციებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დროებით“, - განაცხადა ეკონომისტმა ოლეგ იცჩოკიმ ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

128632414-gettyimages-1245480998-1676717561-1676792794.jpg

იცჩოკს მოჰყავს სტატისტიკა: თუ ჩვეულებრივ წელს ბიუჯეტში ნედლეულის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის წილი არ აღემატებოდა 40%-ს, მაშინ 2022 წელს ის გაიზარდა ერთნახევარჯერ და დაახლოებით 60% შეადგინა”.

ამჟამინდელი სანქციების ერთ-ერთი არქიტექტორის, ბენ ჰარისის სიტყვებით, აშშ-ს ხაზინიდან "რუსეთმა თავად შექმნა კრიზისი და გამოიმუშავა ფული მასზე ".

თუ გავითვალისწინებთ, რომ სანქციების მთავარი მიზანი იყო ფართომასშტაბიანი ფინანსური კრიზისის პროვოცირება, რომელიც რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობას ჩამოართმევდა, ამ ეტაპზე ეს არ მოხდა.

„სანქციები ხანგრძლივი თამაშია“, - აღნიშნავს იცჩოკი.

„შემდეგი მიზანი შეიძლება იყოს ბიუჯეტში ხვრელის გაკეთება, რაც გაართულებს სამხედრო ხარჯებს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ეტაპობრივად ეს უკვე ხდება, მაგრამ ეს ხდება ნელა და არა იმ მასშტაბით, რომ გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ომის დაფინანსებაში“. იხილეთ სრულად

myquiz