თვეში რამდენ ლარს მიიჩნევენ ოჯახის უზრუნველყოფისთვის საკმარისად საქართველოში - კვლევა | Allnews.Ge

თვეში რამდენ ლარს მიიჩნევენ ოჯახის უზრუნველყოფისთვის საკმარისად საქართველოში - კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის თქმით, საკვებსა და საჭმელზე ხარჯები გასულ წლებთან შედარებით შეამცირეს.

მოსახლეობის უმრავლესობამ კი დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის 74% გასულ წელთან შედარებით, ნაკლებს ხარჯავს ტანსაცმელზე, 34% კი მანქანით ნაკლებად დადის.

უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ამ აზრს განსაკუთრებით თბილისელები, ახალგაზრდები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იზიარებენ. იხილეთ სრულად

myquiz