როგორი იქნება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2023 წელს? | Allnews.Ge

როგორი იქნება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2023 წელს?

მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკა - ჩინეთი, ევროზონა და აშშ - 2023 წელს საგრძნობლად შენელდება გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გამკაცრების, მთავარი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო და ჩინეთში ხანგრძლივი ლოკდაუნების მიერ გამოწვეული შედეგებით - ამის შესახებ აღნიშნულია IMF-ს მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში.

რაც შეეხება 2022 წლის საერთო მაჩვენებელს, სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება.

მაჩვენებელი გასული წლის ივლისის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ჩამორჩება 2000-21 წლების საშუალოს - 3.6%-ს. მსოფლიოს ეკონომიკების უმრავლესობისთვის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია IMF-ის აპრილის პროგნოზებთან შედარებითაც.

აღსანიშნავია, რომ გლობალური მშპ-ს ან ერთ სულ მოსახლეზე გლობალური მშპ-ს შემცირებას, რაც თან ახლავს გლობალურ რეცესიას, IMF არ პროგნოზირებს, თუმცა მოსალოდნელია მშპ-ს მიყოლებით შეკუმშვა, მინიმუმ, 2 კვარტალში, რასაც ეკონომისტები ტექნიკურ რეცესიას უწოდებენ.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, IMF-ის თანახმად, შემდეგნაირია:

  • განვითარებული ეკონომიკები - 1.1%
  • აშშ - 1.0%ევროზონა - 0.5%
  • გერმანია - -0.3%
  • საფრანგეთი - 0.7%
  • იტალია - -0.2%

განაგრძეთ კითხვა

myquiz