დეკემბერში ფასი არც ერთ მომსახურებაზე არ შემცირებულა - რა გაძვირდა და რამდენი პროცენტით?
დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება.
დეკემბერში ფასი არცერთ სერვისსა და მომსახურებაზე არ შემცირებულა. სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა 305 ინდიკატორს შორის, რომლითაც საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს, 50-ზე მეტი პროდუქტი გაიაფებულია. ფასის შემცირება ძირითადად მედიკამენტებსა და სამოსს შეეხო. გასულ თვეში 85 საკვები პროდუქტიდან 79 გაძვირდა და მხოლოდ 6 გაიაფდა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ იმ მომსახურების ჩამონათვალს, რომელზეც ფასები 2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 101%
- სანოტარო გადასახდელი - 96%
- ასლის გადაღება - 59%
- ბინის დაქირავების ღირებულება - 37%
- საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა - 34%
- მუზეუმის ბილეთი - 30.5%