28.5%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს - pmcg | Allnews.Ge

28.5%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს - pmcg

2022 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz