მინისტრი უძრავი ქონების გარეშე - როგორია რატი ბრეგაძის ფინანსური მდგომარეობა | Allnews.Ge

მინისტრი უძრავი ქონების გარეშე - როგორია რატი ბრეგაძის ფინანსური მდგომარეობა

იუსტიციის მინისტრის პოსტზე რატი ბრეგაძის შემოსავალმა გასულ წელს (აპრილ-დეკემბერში) 45 225 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ბრეგაძე მინისტრად 2021 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

2022 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2021 წლის იანვარ-აპრილში ბრეგაძის შემოსავალმა 18 090 და 263 ლარი, შპს კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე - 405 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის თანახმად, იუსტიციის მინისტრის სახელზე, უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, რატი ბრეგაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 2 529 ლარი ჰქონდა. იხილეთ სრულად

myquiz