ჩინეთის ქონების ინდუსტრიის გადარჩენა მხოლოდ აღორძინებულ ეკონომიკას შეუძლია- რას წერს The Economist? | Allnews.Ge

ჩინეთის ქონების ინდუსტრიის გადარჩენა მხოლოდ აღორძინებულ ეკონომიკას შეუძლია- რას წერს The Economist?

ინელი ეკონომისტები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობენ. პრობლემის მოგვარება ჩინეთის ხელისუფლებამ „აგრესიული მეთოდებით“ გადაწყვიტა - უძრავი ქონების დეველოპერებისთვის ფინანსების ნაკადი მკვეთრად მას შემდეგ შენელდა, რაც 2020 წელს მთავრობამ მათ სესხებზე ლიმიტი დააწესა. გადაწყვეტილების შედეგად შემცირდა ბინების მშენებლობის ტემპი და ამ შეფერხებებმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო უძრავი ქონების გაყიდვების მკვეთრ შენელებას.

11 ნოემბერს, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და საბანკო მარეგულირებელმა გამოაქვეყნეს გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად: მათ დადეს პირობა, რომ წაახალისებდნენ კომერციულ ბანკებს, რომლებიც თავის მხრივ დაეხმარებოდნენ მყიდველს შეჩერებული სახლის მშენებლობის პროექტების დაფინანსებაში, სახელმწიფოს მიერ მართულ „პოლიტიკის ბანკებთან“ ერთად. მათივე თქმით, ისინი დროებით შეაჩერებენ ბანკების უძრავ ქონებაზე ზემოქმედების ლიმიტს და მოუწოდებენ მათ გააგრძელონ სესხების ვადა, რომლებიც ვადაგადაცილებული იქნებოდა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

im-664673-1668770307-1668842718.png

უცნობია, იქნება თუ არა ეს საკმარისი დეველოპერების პრობლემების გადასაჭრელად.

მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში, ჩინეთის უძრავი ქონების ფირმებმა გასულ წელზე მეოთხედით ნაკლები ოდენობის ფართი გაყიდეს. ამ მაჩვენებლის გაზრდა სასწაულებს მოახდენს ამ ფირმების ბალანსზე და მათი კრედიტორების დაფარვის შანსებზე. მაგრამ გაყიდვების აღორძინების ნებისმიერი მცდელობა აჩენს რთულ კითხვებს პოლიტიკოსებისთვის - თუ გაყიდვებს ტემპი ძალიან ნელია, რა ტემპი იქნება ძალიან სწრაფი?

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ამტკიცებს, რომ საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად არის და არა სპეკულაციებისთვის. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ჩინეთის ქალაქებში სახლის მშენებლობა არ უნდა აღემატებოდეს „ფუნდამენტურ“ მოთხოვნას, რაც დამოკიდებულია ჩინეთის ურბანული მოსახლეობის ზრდაზე და მის სურვილზე საცხოვრებელი ფართის მიმართ. განაგრძეთ კითხვა

myquiz