რით არის გამოწვეული ინფლაცია ქვეყანაში და რატომ არ იგრძნობა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაში | Allnews.Ge

რით არის გამოწვეული ინფლაცია ქვეყანაში და რატომ არ იგრძნობა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაში

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული. თუმცა, არის ერთი პარამეტრი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ინფლაციის მაღალი დონე“- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაცია არ არის ლოკალური პრობლემა, შესაბამისად, მთავრობის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით მდგომარეობის მოთოკვა, პრინციპულად შეუძლებელია.

ამასთან, როგორც ლადო პაპავა ამბობს, მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას აღიქვამს სამომხმარებლო კალათით, რაც ინფლაციის გამო, გაძვირებულია, შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტიური შედეგები მოქალაქეებზე სრულფასოვნად ვერ აისახება.

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, მაგრამ არის ერთი პარამეტრი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ინფლაციის მაღალი დონე. თუნდაც, 2021 წელს ჩვენ გვქონდა 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა და 13%-ზე მეტი იყო ინფლაცია. ანუ, ინფლაციამ გადაფარა ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივია, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტური შედეგები მოსახლეობაზე სრულფასოვნად ვერ აისახა. ადამიანები ეკონომიკას აღიქვამენ უშუალოდ იმ სამომხმარებლო კალათით, რითაც ისინი არსებობენ, სამომხმარებლო კალათა კი, ქვეყანაში საშუალოდ გაძვირდა და გადააჭარბა ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ კარგი, რომ 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა, 3-4 %-იანი ზრდა რომ ყოფილიყო, 13%-იანი ინფლაციის პირობებში ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. იხილეთ სრულად

myquiz