რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელიც უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა | Allnews.Ge

რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა ივანიშვილის დეიდაშვილი, რომელიც უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს, ასევე მილიარდერის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილსა და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესახებ.

უჩა მამაცაშვილი, რომელიც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო, წლების მანძილზე, რუსეთში ივანიშვილის კუთვნილ „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა თანაინვესტირების ფონდსა და „საქართველოს რკინიგზაში“ დირექტორის მოადგილის პოზიციები.

2017 წლიდან უჩა მამაცაშვილმა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე დააფუძნა სააქციო საზოგადოება Middle Seas Capital-ი. კომპანია მაღალტექნოლოგიური და ნოვატორული პროექტების განხორციელებას ანიჭებს უპირატესობას და ინვესტიციების ჩადებით ხელს უწყობს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

როგორც ფონდის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მათ მიერ შესრულებული პროექტებია:

შპს Geo Organics-ი - მისი საქმიანობა ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაა; რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 90%-იანი წილი ოფშორში რეგისტრირებული „გეოორგანიკს ლიმითედ“-ის, 10%-ი კი სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის საკუთრებაშია.

შპს Georgian Retail Investments-ი - საქართველოში იტალიური ყავის ბრენდი „illy Caffé“-ს ოფიციალური წარმომადგენელია; საწარმოს 80% სს „მიდლ სის კაპიტალ“-ის, 10% კახაბერ რუსიძის, 5-5%-იანი წილი კი გურამ ცანავასა და დავით საკანდელიძეს ეკუთვნით; იხილეთ სრულად

myquiz