მსოფლიოს რომელ ქალაქებშია იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირი და იაფი?
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი ბუენოს აირესში, არგენტინაშია, ყველაზე იაფი ტიკიოში, იაპონიაში. ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 467 ქალაქს შორის 42-ე ადგილს იკავებს და საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 12,37%-ია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქალაქთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით. გამონაკლისია მხოლოდ ანკარა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 19,78%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაქოს, ის 83-ე ადგილზეა, ბაქოში იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 9,84%-ს შეადგენს. ერევანში რეიტინგი 50-ე პოზიციაზეა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 11,94%-ია. მოსკოვი რეიტინგში 74-ე ადგილზეა, იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი კი 10,35%-ია.
Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე იაფია:
- ტოკიო, იაპონია - 1,13%
- ნიცა, საფრანგეთი - 1,17%
- ტულუზა, საფრანგეთი - 1,17%
- ტამპერე, ფინეთი - 1,19%