რა მოგებაზე მუშაობს თემურ ჭყონიას „კოკა-კოლა“ საქართველოში? | Allnews.Ge

რა მოგებაზე მუშაობს თემურ ჭყონიას „კოკა-კოლა“ საქართველოში?

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ გასული წელი პანდემიური 2020 წლისგან განსხვავებით, მოგებით დაასრულა. აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

კერძოდ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლის ზარალი 31,049 მლნ ლარი იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები - 283,676 მლნ ლარი; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 215,675 მლნ ლარი; მთლიანი მოგება კი შეაბამისად, 68,001 მლნ ლარი იყო. სულ, კომპანიის წლის სრულმა შემოსავალმა 30,544 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ინდივიდუალური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 322,784 მლნ ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი თემურ ჭყონიაა.

რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიბუციოდ და გასაყიდად. ის ფლობს და ამუშავებს ასევე სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გადაიტანა საწარმო და ადმინისტრაციული ოფისი ნატახტარში. ყველა საწარმო ხაზი ახალ ქარხანაში ოპერირებდა 2020 წლის ივლისიდან, ხოლო ადმინისტრაციული შენობა 2020 წლის სექტემბრიდან. ჯგუფმა ძველი საწარმო მიწასთან ერთად დააკლასიფიცირა, როგორც საინვესტიციო ქონება და მისი განვითარებისთვის აქვს აქტიური გეგმები. განაგრძეთ კითხვა

myquiz