როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში | Allnews.Ge

როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5%-ით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 541.3 ლარს შეადგენს, რაც ახლანდელი კურსით 550.5 აშშ დოლარია.

როგორია საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

  • რეგიონში ყველაზე მაღალი ხელფასები რუსეთშია. რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2022 წლის ივლისის მონაცემებით 62,200 რუბლია, თითქმის 998 აშშ დოლარი.
  • შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც წელს საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში 223,971 დრამს (554 აშშ დოლარი) შეადგენს.
  • თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2022-ში საშუალო თვიური ხელფასი ქვეყანაში 10,000 ლირამდეა (538 აშშ დოლარი). ყველაზე მაღალი ხელფასი IT, საფინანსო და სადაზღვევო და განათლების სექტორებშია.

იხილეთ სრულად

myquiz