როგორ შეიცვალა ფასები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში? | Allnews.Ge

როგორ შეიცვალა ფასები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 10.9% შეადგინა.

ამასთან, ქვეყანაში ინფლაცია 10.9% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ყველაზე მნიშვნელოვან სასაქონლე ჯგუფზე მგაცილებით ეტად გაიზარდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 15.8%
  • ტრანსპორტი - ზრდა 15.6%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - ზრდა 14.9%
  • საცხოვრებელი - წყალი, ელ.ენერგია, აირი- ზრდა 12.4%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 10.1%

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2022 წლის აგვისტოში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 80.21% შეადგინა. ხოლო იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  • ტრანსპორტი- ზრდა 116.8%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 92%
  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 90%
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - ზრდა 82.5%
  • სასტუმროები და რესტორნები - 81%

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამეზობლოში ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ თურქეთში იზრდება.

იხილეთ სრულად

myquiz