გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში | Allnews.Ge

გაზრდილი ექსპორტი და იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ სომხეთში

საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები სულ უფრო მეტად იზრდება. 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 593,487 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, შარშან 7 თვეში ბრუნვის მოცულობა 400,299 მლნ დოლარს შეადგენდა.

ცხადია, რომ ბრუნვასთან ერთად იზრდება როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მოცულობაც. კერძოდ, 2022 წელს საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მოცულობა იყო 251,532 მლნ დოლარი, შარშან კი 128,121 მლნ დოლარი. რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის 7 თვეში სომხეთში ვიყიდეთ 272,178 მლნ დოლარის პროდუქცია, წელს ანალოგიურ პერიოდში კი 341,954 მლნ დოლარის.

Top-10 პროდუქტი, რაც 2022 წლის 7 თვეში სომხეთში გავყიდეთ:

  • მსუბუქი ავტომობილები - 32,639 მლნ დოლარი
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 12,106 მლნ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 10, 941მლნ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10,783 მლნ დოლარი
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 7,029 მლნ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 6,446 მლნ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 5,620 მლნ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 5,258 მლნ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 4,849 მლნ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 4,821 მლნ დოლარი

იხილეთ: Top-10 პროდუქტი, რაც 2022 წლის 7 თვეში სომხეთში ვიყიდეთ: