რატომ არ იაფდება სხვადასხვა საქონელი და მომსახურება ლარის გამყარებასთან ერთად? | Allnews.Ge

რატომ არ იაფდება სხვადასხვა საქონელი და მომსახურება ლარის გამყარებასთან ერთად?

ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ მიზეზების შესახებ წერს თუ რატომ არ აისახება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასზე ლარის გამყარება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრი მწერს ლარის გამყარებასთან ერთად რატომ არ იაფდება სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

ავხსნათ ძალიან მარტივი ენით:

საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. რასაც მოვიხმართ, ვიკვებებით და ა.შ. 78% არის იმპორტირებული. შესაბამისად, იმპორტიორებს აღნიშნული საქონელი აქვს შეძენილი გარკვეული რეზერვებით.

ავიღოთ პირობითად ბენზინი. იმპორტიორი ყიდულობს საშუალოდ 2-3 თვის მარაგს. 3 თვის წინ დოლარის კურსი იყო 1 USD = 3.2 GEL. ანუ მას 1 ლიტრი საწვავი თუ დაუჯდა პირობითად 1 დოლარი, ანუ 3.2 ლარი და დღეს ეს 1 დოლარი 2.8 ლარია რას იზამს იმპორტიორი? ვერ დააკლებს ფასს, ვინაიდან მას შეძენილი აქვს 3.2 ლარის ექვივალენტში.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მომავალი რეზერვები. მცურავი და არასტაბილური მონეტარული, ფისკალური და მაკროეკონომიკური გარემო არ აძლევს იმპორტიორს საშუალებას, რომ გააკეთოს ფასის კლება, ვინაიდან მას არაქვს არანაირი გარანტი იმის, რომ შენარჩუნდება არსებული გაცვლითი კურსი 1USD = 2.8 GEL და ის იჭერს მაღალ ფასს იმიტომ, რომ მომავალი რეზერვის შესაძენად იყოს მზად.

რაც საწვავზე ავხსენი იგივე მოცემულობა გადაიტანეთ საკვებზე, ტანსაცმელზე და ა.შ.

სანამ ქვეყანაში:

  • ინფლაცია 14% დან არ დაიწევს 3% ზე;
  • სანამ ქვეყანაში არ დადგება ახალი საგადასახადო რეფორმის საკითხი;
  • სანამ ქვეყანა არ მიიღებს წლიურად მინიმუმ 4 მილიარდ დოლარს\ევროს ინვესტიციას;
  • სანამ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა.

იქამდე იქნება ფასების კუთხით ზრდის და არასტაბილურობის ტენდენცია,“- წერს აბესაძე.

myquiz