"საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა" - რას ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი? | Allnews.Ge

"საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის გაზის საბადო დადასტურდა" - რას ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი?

"სა­ქარ­თვე­ლო­ში 16 მი­ლი­არ­დი მეტრ კუ­ბის გა­ზის სა­ბა­დო და­დას­ტურ­და" - ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა, გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი აირი თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად კომ­პა­ნია "შლუმ­ბერ­ჟეს" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჭა­ბურ­ღი­ლით და­დას­ტურ­და.

"ბლოკ ენერ­ჯი" ჩვე­ნი ერთ-ერთი პერ­სპექ­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტია, შლუმ­ბერ­ჟეს გა­ბურ­ღილ ჭაში, იმ მიმ­დე­ბა­რე არე­ალ­ში 16 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის მა­რა­გია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ეს აბ­სტრაქ­ტუ­ლად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, სა­ქარ­თვე­ლოს 8 წლის მოხ­მა­რე­ბის ტო­ლია მთლი­ა­ნად.

"ბლოკ ენერ­ჯი" უბ­რუნ­დე­ბა ამ პრო­ექტს უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გეგ­მით, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს და­ი­წყე­ბა ამ წლის ბო­ლოს ან მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში. აქ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ბურ­ღვე­ბი, რათა მეტი ქანი მო­იც­ვას და უფრო მეტი კო­მერ­ცი­უ­ლი გაზი იქ­ნას მო­პო­ვე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ძველ ჭა­ბურ­ღი­ლებ­შიც ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ბურ­ღვე­ბი, რა­მაც 80%-ით გა­მო­იწ­ვია გა­ზის მო­პო­ვე­ბის ზრდა. მას შემ­დეგ, რაც ამ ჭა­ბურ­ღილს აით­ვი­სებს, ეს ციფ­რე­ბი ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილ­მა BM.GE-ს გა­და­ცე­მა "საქ­მის კურ­სში" სა­უბ­რი­სას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლი­ცენ­ზი­ის ოპე­რა­ტო­რია კომ­პა­ნია "ბლოკ ენერ­ჯია", რომ­ლის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ძი­ე­ბაა