„კრიპტო აღორძინების“ ხანა დაიწყო?! - როგორ გაიზარდა 10 ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ღირებულება 7 დღეში | Allnews.Ge

„კრიპტო აღორძინების“ ხანა დაიწყო?! - როგორ გაიზარდა 10 ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ღირებულება 7 დღეში

მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული კრიპტო ვალუტების ღირებულება მუდმივად მერყეობს და მფლობელები თითქმის დანებდნენ, კვირა საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ძლიერი დაცემის და ვნებათაღელვის შემდეგ, კრიპტო ბაზარზე როგორც იქნა, “მზემ გამოანათა“ და ბოლო 7 დღის განმავლობაში პოპულარულ ათეულში მყოფი ყველა ციფრული “ქოინის“ ღირებულებამ საგრძნობლად მოიმატა.

ჯერ კიდევ ივნისის თვის ბოლოს, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიტპოვალუტა Bitcoin-ის ღირებულება 19 000-ს დოლარს ქვემოთაც კი იყო, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ მომხდარა. უფასურდებოდნენ სხვა ვალუტებიც, მაგალითად, Ethereum და სხვა.

თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, სურათი რადიკალურად არის შეცვლილი და შეიძლება ითქვას, რომ “კრიპტო აღორძინების“ ხანა დაიწყო.

წარმოგიდგენთ პოპულარული კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:

Bitcoin -ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში მთელი 12.36%- ით გაიზარდა. მათ შორის ბოლო 24 საათში ღირებულება 7.32%-ით. მისი ღირებულება დღეს 21,815.16 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე Bitcoin -ის ფასი ყოველ წამს იმატებს.

  • Ethereum-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 17.84%-ით გაიზარდა. დღეს ერთი Ethereum 1,242.86 დოლარი ღირს.
  • Tether-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.07% -ით გაიზარდა. ერთი Tether 0.9995 დოლარი ღირს.
  • USD Coin-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.03%-ით შემცირდა. ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით, 0.9999 დოლარი ღირს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz