3 ფაქტორი, რის გამოც ლარი შესაძლოა, კიდევ გამყარდეს | Allnews.Ge

3 ფაქტორი, რის გამოც ლარი შესაძლოა, კიდევ გამყარდეს

წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი 6,89%-ით გამყარდა. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ეროვნული ვალუტის გამყარება უახლოეს თვეებში გაგრძელდება, ამის მიზეზად კი, 3 ფაქტორი სახელდება.

როგორც "თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, ეს კომპონენტებია: უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი, ლარის კურსი სხვა რეგიონალურ ვალუტებთან მიმართებით და ინფლაციის მაჩვენებელი.

„თიბისი კაპიტალის“ ჩარჩო ითვალისწინებს სამ კომპონენტს. პირველი ეს არის ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი. მარტივად რომ ვთქვათ, კურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სავალუტო ბაზარს რამდენი დოლარი მიეწოდება და როგორია მისი გადინება. ამ კომპონენტით ვფიქრობთ, წმინდა შემოდინებები საკმაოდ ძლიერია, რაც მიანიშნებს, რომ ლარის კურსი გააგრძელებს გამყარებას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლარის ჭარბი მიწოდება გვაქვს და ეს ფაქტორი წელს კიდევ გვექნება ბაზარზე. განაგრძეთ კითხვა