რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - "ეს დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟისთვის": რას წერს Bloomberg-ი? | Allnews.Ge

რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - "ეს დიდი დარტყმაა ქვეყნის პრესტიჟისთვის": რას წერს Bloomberg-ი?

რუ­სეთ­მა, 1918 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, სა­გა­რეო ვალ­ზე დე­ფოლ­ტი გა­ნი­ცა­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის პრო­ცენ­ტის გა­დახ­და 27 მა­ისს უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

Bloomberg-ი გან­მარ­ტავს, რუ­სეთს აქვს ფული გა­და­სახ­დე­ლად და მზად არის გა­და­ი­ხა­დოს, მაგ­რამ სან­ქცი­ებ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის­თვის გა­დახ­დე­ბის მი­ღე­ბა.

რუ­სე­თი აცხა­დებს, რომ ფული Euroclear-ს ბანკს გა­და­ეგ­ზავ­ნა, რო­მელ­საც შემ­დეგ ის ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის უნდა გა­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ თან­ხა ჯერ კი­დევ ბან­კშია და კრე­დი­ტო­რებს არ მი­უ­ღი­ათ. თან­ხას მი­ღე­ბის ვა­დის გას­ვლის თა­რი­ღი­დან 30 დღე­ში კი ით­ვლე­ბა, რომ ქვე­ყა­ნამ დე­ფოლ­ტი გა­ნი­ცა­და, რაც დიდი დარ­ტყმაა ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟის­თვის.

Bloomberg-ი დე­ფოლტს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კი­სა და რუ­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უკვე გა­ნიც­დი­ან ორ­ნიშ­ნა ინფლა­ცი­ას და ყვე­ლა­ზე უა­რეს ეკო­ნო­მი­კურ ვარ­დნას ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საკ­მა­ოდ სიმ­ბო­ლურ მოვ­ლე­ნად აფა­სებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბო­ლოს რუ­სეთ­მა დე­ფოლ­ტი 1918 წელს, „ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის“ დროს გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც ახალ­მა კო­მუ­ნის­ტმა ლი­დერ­მა ვლა­დი­მერ ლე­ნინ­მა უარი თქვა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ვა­ლე­ბის გა­დახ­და­ზე.

myquiz