რას კარგავს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღებით? | Allnews.Ge

რას კარგავს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმიღებით?

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ ბენეფიტების შესახებ წერს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველოსთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე ნათელია, რომ საქართველო ამ ზაფხულს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. რა დაკარგა ქვეყანამ ამით, გარდა მისი “სიმბოლური” დატვირთვისა?

მაშ ასე, ჩამოვთვალოთ:

  • დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო გარანტირებული “უფასო” ფული;
  • მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია;
  • ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების (5-8 წელი) ცხოვრებაში ერთხელ რომ გეძლევა, ისეთი შანსი;
  • ევროკავშირის 27 ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა.

გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ:

  • 7-10 მილიარდი ევრო “უფასო” ფული ყოველ საბიუჯეტო პერიოდში;
  • ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა (ნატოს მეხუთე მუხლი = ეუ-ს 42 მუხლი);
  • 2%იანი საბანკო სესხები;
  • ადგილი და ვეტოს უფლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მაგიდასთან.

და რაც მთავარია: ევროპული კანონმდებლობა და რეგულაციები, რომელიც გინდა,არგინდა, გაიძულებს, რომ გქონდეს:

სუფთა ჰაერი;

დაცული ბუნება;

მოწესრიგებული ურბანული პოლიტიკა;

ჯანმრთელი საკვები;

განაგრძეთ კითხვა

myquiz