რატომ უფასურდებიან კრიპტოვალუტები?- Bitcoin-ის ფასი 21 000 დოლარს ჩამოსცდა | Allnews.Ge

რატომ უფასურდებიან კრიპტოვალუტები?- Bitcoin-ის ფასი 21 000 დოლარს ჩამოსცდა

კრიპტოვალუტებისთვის 2022 წლის დასაწყისი რთული გამოდგა, თუმცა ბოლო 2 დღე კრიპტოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო.

ბოლო 24 საათში Bitcoin-ის ფასი 21,000 დოლარს ჩამოსცდა, ახლა კი 7%-ითაა გაუფასურებული და 21,000-იან ნიშნულს ოდნავ ზემოთაა.

განაგრძობენ გაუფასურებას სხვა კრიპტო-ვალუტებიც - Ethereum, Bnb, Cardano, Solana და ა.შ. საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ფასი 8%-ით გაუფასურდა და 1,200-ს დოლარს ჩამოსცდა. კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია კი ახლა 1 ტრილიონს ქვემოთაა, მაშინ, როდესაც ნოემბერში 3 ტრილიონს უტოლდებოდა.

ექსპერტების აზრით, კრიპტოვალუტების ფასების მსგავსი კლება გლობალურ ეკონომიკურ-პოლიტიკურ კლიმატს უკავშირდება - ინფლაცია რეკორდებს ხსნის, ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან, საცხოვრებელი ხარჯები იზრდება და მსოფლიო რეცესიის მოლოდინშია. ეცემა წამყვანი კომპანიების აქციების ფასებიც.

შედეგად, ინვესტორებს ნაკლები ფული აქვთ დასაბანდებლად და ყიდიან იმგვარ რისკიან და ცვალებად აქტივებს, როგორიც კრიპტოვალუტებია. რაც უფრო ბევრი ყიდის ციფურლ ვალუტას, მით უფრო იკლებს ფასიც, რადგან კრიპტოვალუტის ღირებულება მიბმულია მისი ფლობის სასურველობასთან. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არაა და ბოლო 2 დღის განმავლობაში ციფრული აქტივების ფასზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა.

ორშაბათს კრიპტოსამყაროს უმსხვილესმა სავაჭრო პლატფორმა Binance-მა რამდენიმე საათით შეაჩერა ბიტკოინთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. კრიპტოს გამსესხებელმა Celsius-მაც იგივე გააკეთა, მხოლოდ განსხვავებული მიზეზით. განაგრძეთ კითხვა

myquiz