დეტალური გეგმა - როგორ აპირებს ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დაასრულოს
ევროკავშირი აცხადებს, რომ თავისი ენერგეტიკული სისტემის გარდაქმნისთვის მას დამატებით 210 მილიარდი ევრო (220 მილიარდი დოლარი) სჭირდება. ინვესტიცია მას საშუალებას მისცემს მასიურად გაზარდოს დაბალი ნახშირბადის ენერგიის განლაგების სიჩქარე და მასშტაბი.
ქვეყნების გაერთიანება ასევე მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვას, ინვესტიციებს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაში, რათა ახალი მიწოდების მარშრუტები შექმნას.
პაკეტი - განახლებადი ენერგიის „მასიური მასშტაბირება და დაჩქარება“ ევროკავშირმა უკვე განიხილა, ახლა მათი მიზანია დააჩქარონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა.
ბლოკის თქმით, მას სჭირდება 210 მილიარდი ევრო დამატებითი ინვესტიცია, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი უკვე მიღწეული იყოს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (weforum.org) ამ გლობალური საკითხის შესახებ დეტალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმა მოიცავს ცვლილებებს გარემოსდაცვით პაკეტში, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებაში და მოიცავს სამ ძირითად სფეროს: ენერგიის დაზოგვას, მიწოდების დივერსიფიკაციას და დაჩქარებულ გადასვლას განახლებად ენერგიაზე.
ევროკავშირში (EU) და გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 2020 წელს ასე გამოიყურებოდა: განაგრძეთ კითხვა