საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა- ზრდასრული მოსახლეობის რამდენი პროცენტია უმუშევარი ქვეყანაში? | Allnews.Ge

საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა- ზრდასრული მოსახლეობის რამდენი პროცენტია უმუშევარი ქვეყანაში?

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.

2021 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 2.4 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.5 პროცენტული პუნქტით. განაგრძეთ კითხვა

myquiz