რა ამყარებს ლარს და უნდა ველოდოთ თუ არა ფასების შემცირებას? | Allnews.Ge

რა ამყარებს ლარს და უნდა ველოდოთ თუ არა ფასების შემცირებას?

ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ლარის გამყარების 3 მიზეზი დაასახელა.

როგორც მან აღნიშნა, ეს უკავშირდება ეკონომიკური ზრდის თვიურ მაჩვენებლებს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას და ასევე, რუსეთიდან გადმორიცხულ, უჩვეულოდ დიდი მოცულობის გზავნილებს.

„ერთი არის, ზოგადად ეკონომიკის ზრდის მომენტი, თვეზე მეტია საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის და ადრეც გვისაუბრია, რომ საბაზო ეფექტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ შარშანდელ ხელოვნურად შეკუმშულ ეკონომიკასთან შედარებით, ეს ბოლო თვეების ეკონომიკის შედეგი, საკმაოდ კარგად გამოიყურება. თავისთავად, როდესაც ეკონომიკური ზრდა, თუნდაც მოკლევადიანი, საკმაოდ მაღალია, ადგილობრივ ვალუტაზე პრინციპში წნეხიც ნაკლებია და უფრო გამყარებისკენ მიდის.

მეორე არის რეფინანსირების განაკვეთის აწევა, ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. თუმცა, მეორე მხრივ, ეკონომიკას ურტყამს.

და, მესამე არის რა თქმა უნდა, უჩვეულოდ მაღალი გადმორიცხვები, რომელიც აშკარად უკავშირდება უკრაინა- რუსეთის ომს და რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების რიცხვის ზრდას, მერე მათ მიერ შემოტანილ დამატებით დოლარებს“,- განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ, თუ არა ფასების შემცირებას, ფინანსისტი ამბობს, რომ ლარის გამყარებას მომხმარებელი საკუთარ ჯიბეზე ნაკლებად იგრძნობს. ამის მიზეზს კი, შემდეგნაირად განმარტავს. განაგრძეთ კითხვა

myquiz