ფილმები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე | Allnews.Ge

ფილმები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე

თავის დროზე, დიდი დეპრესია ბევრი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა. მათ შექმნეს ფილმები, რომლებიც მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკა გახდა. ამისი ნათელი მაგალითია ჯონ ფორდის ოსკაროსანი ფილმი „მრისხანების მტევნები“, რომელიც ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული.

„ფორბსმა“ 11 ყველაზე საინტერესო ფილმი ამოარჩია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, გთავაზობთ მათ დეტალურად:

„ინსაიდერები“

1327359295-kinopoisk-1652432195-1652511948.ru-inside-job-1515978.jpg

ფილმი 5 ნაწილად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი მსოფლიო და ამერიკული ეკონომიკის პრობლემებზე მოგვითხრობს. მან დამსახურებულად აიღო „ოსკარი“ 2011 წელს. დღესდღეობით კი 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე საუკეთესო ნამუშევარია.

„რისკის ზღვარი“

margin-call-1652432346-1652511973.jpg

ფილმს საფუძვლად Lehman Brothers-ის ისტორია უდევს. გაკოტრების პირას მყოფი მსხვილი ბანკი, მასობრივი გათავისუფლებები, რთული და ცინიკური გადაწყვეტილებები, ინტრიგა - ფილმში ყველაფერია. მოქმედება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება, თუმცა სინამდვილეში მთელი ცხოვრება გადის.

„უოლ-სტრიტი: ფულს არ სძინავს“

78ca25c8-1652432387-1652512010.jpg

ოლივერ სტოუნის პირველი სიქველი. ფილმში მოქმედება წინა ნაწილიდან 23 წლის შემდეგ ვითარდება - 2008 წლის მეორე ნახევარში. თუკი 1987 წლის ვერსიაში ფინანსური თაღლითი გორდონ გეკო კრახისთვის იყო განწირული, ახალ ფილმში ის ტრიუმფატორი ხდება. სტოუნის აზრით, სწორედ ასეთი ადამიანები რჩებიან გამარჯვებულები თანამედროვე სამყაროში.

„კაპიტალიზმი: სიყარულის ისტორია“

6437t-1652432472-1652512033.jpg

ოსკაროსანი რეჟისორი მაიკლ მური ექსცენტრიულობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის გახდა მთავარი პროტოტიპი „ამერიკული ზღაპრის“ მთავარი გმირისა. ფილმი რეჟისორზე, რომელსაც სძულს ამერიკა. მურის ნამუშევარი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს ამ თემაზე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz