რა თანხა შევიდა ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან
2022 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.
კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 23 607 802 ლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 6 452 669 ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2022 წლის 1-ელ სამ თვეში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 11 744 667 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 963 802 ლარი;