ღარიბი ოჯახიდან ქვანახშირის უდიდესი მაღაროს მფლობელობამდე - ვინ არის ინდოელი მილიარდერი, რომელიც forbes-ის მილიარდერთა ათეულში პირველად მოხვდა | Allnews.Ge

ღარიბი ოჯახიდან ქვანახშირის უდიდესი მაღაროს მფლობელობამდე - ვინ არის ინდოელი მილიარდერი, რომელიც forbes-ის მილიარდერთა ათეულში პირველად მოხვდა

59 წლის ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი Forbes-ის მილიარდერთა პირველ ათეულში პირველად მოხვდა. Gautam Adani & family -ის დამფუძნებელი ათეულში მე-5-ე ადგილს იკავებს. იგი 127.8 მლრდ დოლარს ფლობს.

ადანის ქონება სტაბილურად იზრდება 2020 წლის შემდეგ. 8.9 მლრდ დოლარიდან, 2021 წელს მისი ღირებულება კოლოსალურად - 50.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წელს კი 90 მლრდ შეადგინა.

ინფრასტრუქტურის მაგნატი გაუტამ ადანი მის მშობლიურ შტატ გუჯარატში ინდოეთის უდიდეს პორტს, მუნდრას აკონტროლებს.

ადანი ფლობს Abbot Point-ს - ნახშირის მოპოვების პროექტს ავსტრალიაში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მაღარო.

2020 წლის სექტემბერში ბიზნესმენმა შეიძინა მუმბაის საერთაშორისო აეროპორტის 74%-იანი წილი, რომელიც ინდოეთის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მას სურს იყოს მწვანე ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში და განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებში 70 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.

საინტერესოა, როგორ იწყებდა ინდოეთის ერთ- ერთი უმდიდრესი ადამიანი კარიერას...

dhbyrjei-1651237897-1651395724.jpg

კარიერა

ადანი 1962 წლის 24 ივნისს გუჯარათში, ჯაინების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახს 7 შვილი ჰყავდა, გაჭირვების გამო კი ქალაქ თარადიდან გუჯარათის ჩრდილოეთ ნაწილში მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა.

ადანის მამა ქსოვილებით ვაჭრობდა. იგი შვილების გამოსაკვებად ქსოვილებს ქუჩაში ყიდდა.

სკოლის დასრულების შემდეგ გაუტამი გუჯარატის უნივერსიტეტში, კომერციის ბაკალავრის ხარისხზე ჩაირიცხა, მაგრამ მეორე კურსის შემდეგ მიატოვა. ადანს ბიზნესი აინტერესებდა, მაგრამ არა მამის ტექსტილის სფერო.

1978 წელს მოზარდი ადანი ალმასის დამხარისხებელად სამუშაოდ მუმბაიში გადავიდა. 1981 წელს მისმა უფროსმა ძმამ - მაჰასუხბჰაი ადანიმ აჰმედაბადში პლასტმასის განყოფილება იყიდა და ძმა ოპერაციების სამართავად მიიწვია. სწორედ ეს საწარმო აღმოჩნდა ადანის წარმატების კარიბჭე გლობალურ ვაჭრობაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz