საქართველოს რომელ რეგიონებში ცხოვრობს ყველაზე მეტად გაღარიბდა მოსახლეობა? | Allnews.Ge

საქართველოს რომელ რეგიონებში ცხოვრობს ყველაზე მეტად გაღარიბდა მოსახლეობა?

საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში - 650 584-მა, მარტში კი სახელმწიფოსგან დახმარება 652 096 პირს ჩაერიცხა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვითაც:

  • თბილისში 2022 წლის მარტში საარსებო შემწეობას 132 979 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 115 355 ადამიანი იყო რეგისტრირებული;
  • იმერეთი - მიმდინარე წლის მარტში - 84 253 ადამიანი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 68 939;
  • ქვემო ქართლი - 2022 წლის მარტში 80 089 ადამიანი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 64 383;

განაგრძეთ კითხვა

myquiz