რუსეთმა საზღვარგარეთ გადასარიცხი თანხის მოცულობაზე ახალი ლიმიტი დააწესა- მაქსიმუმ რა ოდენობის თანხის გადარიცხვაა დასაშვები? | Allnews.Ge

რუსეთმა საზღვარგარეთ გადასარიცხი თანხის მოცულობაზე ახალი ლიმიტი დააწესა- მაქსიმუმ რა ოდენობის თანხის გადარიცხვაა დასაშვები?

რუსეთის ბანკმა ფიზიკური პირების საზღვარგარეთ გადარიცხვების ოდენობაზე ახალი ზღვარი დააწესა, რაც 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ბანკი თავის ვებგვერდზე ავრცელებს.

რუსეთის ბანკში არსებული ანგარიშიდან მომხარებელი ერთი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ თავის ან სხვა პირის ანგარიშზე 10 000 დოლარზე მეტ თანხას ვერ გადარიცხავს, ხოლო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ფულადი გზავნილების სერვისს ანგარიშის გახსნის გარეშე უზრუნველყოფენ, თვეში არაუმეტეს 5 000 დოლარის გადარიცხვა არის შესაძლებელი.

ეს წესები ვრცელდება რეზიდენტებზე და არარეზიდენტებზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქციებს მხარს არ უჭერენ, ასევე, ყველა სხვა სახელმწიფოს არარეზიდენტებზე, რომლებიც რუსეთში შრომითი ან სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებებით საქმიანობენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz