როდის იყო ლარი ყველაზე ძვირი და იაფი? | Allnews.Ge

როდის იყო ლარი ყველაზე ძვირი და იაფი?

საქართველოს ეროვნული ბანკი ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკას განაგრძობს და რეფინანსირების განაკვეთს კიდევ ერთხელ - 0,5 პუნქტით, 11%-მდე ზრდის. შედეგად, დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14-წლიან მაქსიმუმზეა. ამაზე ძვირი ლარი 2008 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით ღირდა. 20 აგვისტოდან კი (აგვისტოს ომის შემდეგ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შემცირება დაიწყო და წლის ბოლოს 8%-მდე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს სტაბილურად ამცირებდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2013 წელს დაფიქსირდა, მაშინ რამდენიმე თვის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3,75%-ზე იყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz