როგორ ააგო ჯონ დ. როკეფელერმა ნავთობის დინასტია და გამოიმუშავა მილიარდები | Allnews.Ge

როგორ ააგო ჯონ დ. როკეფელერმა ნავთობის დინასტია და გამოიმუშავა მილიარდები

როდესაც ფიქრობთ ამერიკელ მილიარდერებზე, ალბათ, ხშირ შემთხვევაში დღეისთვის ცნობილ ადამაინებს წარმოიდგენთ, მათ შორის ჯეფ ბეზოსს, ბილ გეითს და ა.შ. თუმცა, ამერიკის პირველი მილიარდერი რეალურად იყო ჯონ დ. როკფელერი, ნავთობის დინასტიის დამფუძნებელი, რომელსაც ჰქონდა 400 მილიარდი დოლარის ექვივალენტის ქონება.

როკფელერების ოჯახი დღესაც რჩება Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი ოჯახების სიაში.

საინტერესოა, როგორ ააგო ჯონ დ.-მ თავისი გასაოცრად მომგებიანი იმპერია ძალიან რთული ბავშვობის შემდეგ და რა გააკეთა მან თავისი უზარმაზარი სიმდიდრით.

დასაწყისი

ჯონ როკფელერი 1839 წელს, ნიუ-იორკში, მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ბილი, თაღლითი იყო: მოგზაური გამყიდველი, რომელიც აცხადებდა, რომ შეეძლო კიბოს განკურნება და იშვიათად იყო სახლში. ცნობილია, რომ მის ცოლს, ელიზას ცუდად ექცეოდა.

ახალგაზრდა როკფელერზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამ, რომელმაც მას ფულის საშოვნელად, მუშაობის მნიშვნელობა ასწავლა.

johndrockefeller-1648397347.jpg

პატარა ჯონის პირველი სამუშაო იყო ინდაურების მოშენება, ტკბილეულის გაყიდვა და მეზობლების დავალებების შესრულება.

როკფელერის საქმიანი ინსტინქტი აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი 1853 წელს კლივლენდში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, როდესაც როკფელერი სულ რაღაც 16 წლის იყო, Hewitt & Tuttle-ში - მცირე საკომისიო ფირმაში მან საოფისე სამსახური მიიღო. ის დღეში დაახლოებით 50 ცენტს გამოიმუშავებდა, მუშაობდა ბუღალტერის თანაშემწედ ბიზნესში, რომელიც ყიდულობდა და ყიდდა აუცილებელ საქონელს, როგორიცაა ნახშირი და მარცვლეული.

ბიზნესის წამოწყება

20 წლის ასაკში როკფელერმა საკმარისად ისწავლა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეცადა ბედი. 1859 წელს, ის გაერთიანდა მორის ბ. კლარკთან, რათა შეექმნა მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყიდდა თივას, ხორცს და მარცვლეულს. განარგძეთ კითხვა

myquiz