რატომ მოითხოვა პუტინმა გაზის საფასური რუბლში და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ექსპერტი?
ევროპამ რუსეთს გარკვევით უთხრა, თუ გაზს შეწყვეტ, შეწყვიტე, ამისთვის მზად ვართ. ახლა კი, რუსეთის არჩევანზეა დამოკიდებული, ევროპისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეწყვეტს თუ არა, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დასავლეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც რუსეთს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე უარი უთხრა.
როგორც აკაკი ცომაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან მიმართებით რუსეთს ხრიკის გამოყენება სურდა, რისი გამოცნობაც ევროპისთვის მარტივი აღმოჩნდა.
"რუსეთის ეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი თუ სხვა მომწოდებლები გაზის საფასურს რუბლში გადაიხდიდნენ თუ მყარ ვალუტაში, ეკონომიკურად და შინაარსობრივად არაფერს ცვლიდა. ანუ ამით რუსეთი ეკონომიკურ ჭრილში არაფერს იგებდა, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, იყო ხრიკი. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაყინულია.
შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებს სავარაუდოდ ანგარიშსწორება უნდა მოეხდინათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ანუ გაეცვალათ უცხური ვალუტა და რუბლი უნდა ეყიდათ, ამ რუბლით კი, შემდეგ გაზი ეყიდათ. ანუ ფაქტობრივად, დაარღვევდნენ იმ სანქციებს, რომელიც თავად დააწესეს. რუსეთს, როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც მან შესაბამისი პასუხიც მიიღო. ახლა კი, რუსეთი, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დადგა. განაგრძეთ კითხვა