საქსტატი- საქართველოში საშუალო ხელფასი 1 463 ლარია - 4 დარგი, სადაც ანაზღაურება ყველაზე მაღალია | Allnews.Ge

საქსტატი- საქართველოში საშუალო ხელფასი 1 463 ლარია - 4 დარგი, სადაც ანაზღაურება ყველაზე მაღალია

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.

სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სფეროშია, რაც 2,431 ლარს შეადგენს. სექტორრების ტოპ სამეული ასე ნაწილდება:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5 პროცენტით);

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (გაიზარდა 3.2 პროცენტით);

მშენებლობა – 2 209.5 ლარი (გაიზარდა 7.2 პროცენტით).

"2021 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი (12.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 186.4 ლარი (11.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2021 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით (12.8%) გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 502.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.4 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი, გაიზარდა 3.2 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

myquiz