"ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს კრედიტის 0%-ში აღებას"- ვოლოდიმირ ზელენსკი | Allnews.Ge

"ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს კრედიტის 0%-ში აღებას"- ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენმა მთავრობამ უკვე მოამზადა გადაწყვეტილება მეწარმეებისთვის დაკრედიტების პროგრამის გაფართოების შესახებ, ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობას. ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს კრედიტის 0%-ში აღებას საომარი მდგომარეობის, პლუს ომის შემდეგ 1 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,

„მეორე სიახლე ისაა, რომ მინისტრთა კაბინეტი ხვალ კენჭს უყრის რეგულაციების მასშტაბურ შემცირებას. აქამდე ბიზნესისთვის 600-ზე მეტი ლიცენზია არსებობდა, დარჩება მხოლოდ 20 აუცილებელი ლიცენზია, ისიც ისეთი, რომელთა გაუქმება შეუძლებელია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე იგეგმება ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომელის მიხედვითაც სახელმწიფო ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს.

„მესამე სიახლე, რომელიც მილიონობით უკრაინელს ეხება - ეს არის განსაკუთრებული დავალება უკრაინის ეროვნული ბანკისთვის, სახალხო დეპუტატებისთვის და ჩვენი ჩინოვნიკებისთვის. დავავალე შექმნან კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს. იმისთვის, რომ ხალხს ფულის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეს. იმედი მაქვს, რომ უმაღლესი რადა მხარდაჭერას არ დააყოვნებს, იმიტომ რომ ეს სჭირდება უკრაინას, უკრაინელებს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz