„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“ | Allnews.Ge

„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“

„ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება. არავითარი ძალა მას არ ექნება“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არც ომის წარმოების საშუალება ექნება.

„ნავთობისა და გაზის ქვეყანაა რუსეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც აი ამ ორ ნარკოტიკულ ნემსზე ზის. მთელი ბიუჯეტი არის აგებული ამაზე. გაზი ძალიან სპეციფიკური საქონელია. გაზის მიტანას სჭირდება მილი, თუ მილი არ გაქვს, ვერსად მიიტან და ეს მილი მიბმული აქვს ევროპისკენ და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისკენ. იქით აღმოსავლეთში არავის უნდა რუსული გაზი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყველას თავისი გაზი აქვს.

ანუ, გაზის მყიდველები ვარ ჩვენ, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი და ევროპა. ახლა ჩინეთშიც იწყებენ დიდი გაზსადენის გაყვანას, მაგრამ ეს ვერ დააკომპენსირებს. ამიტომ, გაზი არის ერთის მხრივ, ძალიან მოწყვლადი რუსეთისთვის, ვინაიდან, საკმარისია ერთი ჩაიკეტოს და მორჩა, ამ მილებს იქით ვერ გადადებ. მაგრამ ეს ვერ მოხდება სწრაფად. თუმცა, შეიძლება მოხდეს საერთოდ აფეთქება, იგივე, უკრაინიდან გამავალი გაზსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი გაჩერდეს ან ბელარუსში რა მოხდება, კაცმა არ იცის... შეიძლება თავად რუსეთმა გადაკეტოს უკვე აგონიაში ჩავარდნილმა, თუკი მართლაც მთავარი ემბარგო დაუწესდება. ეს არის ნავთობი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz