მეგაპროექტები, რომლებიც დღემდე დაუსრულებელია | Allnews.Ge

მეგაპროექტები, რომლებიც დღემდე დაუსრულებელია

უზარმაზარი მასშტაბის და სირთულის პროექტები არასოდეს არის ადვილი შესასრულებელი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი გახსნა ხდება დაგვიანებით და გადაჭარბებული ბიუჯეტით.

COVID-19 პანდემიის შემდეგ რამდენიმე მასშტაბური მეგაპროექტის დასრულება მაინც ვერ მოხერხდა.

წარმოგიდგენთ მათ მცირე ჩამონათვალს:

wtg6wsy7we37-1646399324-1646559548.jpg

ნავი მუმბაის საერთაშორისო აეროპორტი, ინდოეთი: ოთხი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 1,5 მილიარდი დოლარი

Zaha Hadid Architects-ის მიერ დაპროექტებული მუმბაის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პირველად 1997 წელს განიხილეს, საბოლოოდ 2008 წელს დამტკიცდა. თუმცა, მთელ პროექტის გარშემო მაინც იყო უთანხმოება. ნაწილი მისი განხორციელების წინააღდეგ წავიდა, რადგან თვლიდნენ, რომ გარემოს ზიანი მიადგებოდა.

პროექტს საძირკველი 2018 წლის თებერვალში ჩაეყარა. პირველი ეტაპი 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ შესრულდა. სახელმწიფო იმედოვნებდა, რომ აეროპორტი მზად იქნებოდა 2020 წლის შუა რიცხვებისთვის. თუმცა, ასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2019 წლის ბოლოსაც კი არ დაწყებულა.

შემდგომმა ფინანსურმა საკითხებმა გავლენა მოახდინა პროექტის პროგრესზე, თავდაპირველი ბიუჯეტი 670 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მშენებლობა პანდემიამაც შეაფერხა და აეროპორტის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ მეგაპროექტი კვლავ გადაიდება.

2020 წლის ნოემბერში მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა დააწესა პირველი ეტაპის დასრულების ახალი ვადა - 2021 წლის მაისი. მაგრამ პროექტი ვადაში მაინც ვერ შესრულდა. ახალი შეთანხმების მიხედვით, აეროპორტი 2024 წლისთვის სრულად უნდა ამოქმედდეს.

wt6y77wq7-1646399366-1646559575.jpg

ელიზაბეტ ლაინი, დიდი ბრიტანეთი: ოთხი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 4,9 მილიარდი დოლარი

ევროპის უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტის, “ელიზაბეთის ხაზის“ სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც მოიცავს ლონდონს და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს, დასრულება თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წელს. 118 კმ ხაზის ცენტრალური ნაწილის გახსნა დაგეგმილი იყო იმავე წლის აგვისტოში, მაგრამ გეგმის მიხედვით არ წავიდა.

პროექტი, რომელიც 2009 წელს დაიწყო, მოითხოვდა 42 კმ ახალი გვირაბების, 50 კმ ბილიკის და 10 ახალი სადგურის მშენებლობას. განახლებული ვადა 2019 წლის შემოდგომამდე დაწესდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო იგი კვლავ 2021 წლამდე გადაიდო. Crossrail-ის აღმასრულებლების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემები გაჩნდა სიგნალიზაციის ტესტირებისას. გასაკვირი არ არის, რომ ვადაზე ასევე იმოქმედა პანდემიამ. მშენებლობა 2020 წლის 24 მარტს შეჩერდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პირველი ჩაკეტვა გამოცხადდა.

2020 წლის მაისის ბოლოს მეგაპროექტზე მუშაობა ხელახლა დაიწყო და იმავე წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომ Elizabeth Line ექსპლუატაციაში 2022 წლის პირველ ნახევარში შევა. თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო ხაზის გახსნა 2023 წლის მაისამდე ისევ გადაიდო.

განაგრძეთ კითხვა