შავი ორშაბათი“ რუბლისთვის და გადადებული ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე | Allnews.Ge

შავი ორშაბათი“ რუბლისთვის და გადადებული ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე

რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე ახალი სანქციების ფონზე უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა გადაიდო. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე განახლდება.

რაც შეეხება სანქტ-პეტერბურგის ბირჟას, იქ 28 თებერვალს ვაჭრობა მხოლოდ გარიგებებების რეჟიმში განხორციელდება. სხვა რეჟიმებზე ვაჭრობა შეჩერებულია.

ამასთან, ორშაბათი დღე რუსული რუბლისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და უკვე გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია. უფრო კონკრეტულად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება უკვე 100 რუბლს გადაცდა. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე კურსი შედარებით განსხვავებულია, მაგალათად, Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 108 რუბლად ივაჭრება, საერთაშორისო პლატფორმა wise-ში კი დოლარის ღირებულება 105 რუბლია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ რუბლი კატასტროფულად უფასურდება.

განაგრძეთ კითხვა