რა შედეგს მოუტანს SWIFT-დან გათიშვა რუსეთს?
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას განცხადებით, დაიწყო რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე იმ მოსალოდნელ შედეგზე წერს, რასაც SWIFT-იდან გათიშვა მოუტანს რუსეთს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სხვადასხვა გათვლებით (ირანის ანალოგის გათვალისწინებით) მხოლოდ ეს (რუსეთის SWIFT-დან გათიშვა) გამოიწვევს ოკუპანტის:
- 5-10% ეკონომიკურ ვარდნას;
- ექსპორტის 30 - 50% შემცირებას;
- დეპოზიტების და სხვა სავალუტო სახსრების მნიშვნელოვან გადინებას;
- გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას.
ეს ყველაფერი თუ პანიკა არ დაერთო დამატებით, რაც ასევე მაღალი რისკია,“-წერს ქადაგიძე.