რა მოხდება თუ რუსეთს SWIFT-დან ჩახსნიან? | Allnews.Ge

რა მოხდება თუ რუსეთს SWIFT-დან ჩახსნიან?

„SWIFT-ს გათიშვა დააზიანებს რუსეთს მხოლოდ მოკლე პერიოდში,“ - ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„SWIFT საკომუნიკაციო არხებით შეტყობინებათა უსაფრთხო გადაცემის სისტემაა, რომელსაც ბანკები იყენენენ და სხვა არაფერი. ვთქვათ გერმანია ყიდულობს გაზს და ფული უნდა გადაუხადოს რუსეთს. გერმანული ფირმა უგზავნის რუსულ ბანკს შეტყობინებას მისი საბანკო ანგარიშიდან SWIFT-ს მეშვეობით, რომ ფული ირიცხება. როდესაც ელექტრონული გადარიცხვა შესრულდება მიმღები შეძლებს ფულის გამოტანას.

სხვა სიტყვებით, SWIFT იყენებს სტანდარტიზებულ კოდურ ჩანაწერებს, რომელშიც მოთავსებულია ინსტრუქციები, რაც ბანკებს აძლევს ტრანზაქციის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას.

რა მოხდება თუ რუსეთს SWIFT-დან ჩახსნიან? ტრანზაქციები გაიყინება და ვაჭრობა ვერ შედგება რაც ყველა მხარეს და მათ შორის რუსეთის ეკონომიკასაც მყისიერად დააზიანებს. განაგრძეთ კითხვა