მოსკოვის ბირჟის ინდექსი რეკორდულად დაეცა - რეკორდულად უფასურდება კომპანიების აქციებიც
მოსკოვის ბირჟაზე ინდექსები რეკორდულად ეცემა. მოსკოვის დროით 11:33 საათზე „მოსბირჟის“ ინდექსი 45,4%-ით 1684,95 პუნქტით გაუფასურდა. უფრო მეტად, 49,25%-ით დაეცა RTC-ის ინდექსი და 611,12 პუნქტი შეადგინა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლოს ინდექსი 1900 პუნქტზე ქვემოთ 2017 წლის ივლისში ივაჭრებოდა.
პარალელურად, რეკორდულად უფასურდება კომპანიების აქციები. კერძოდ, დღის განმავლობაში „მოსბირჟაზე“ კომპანიების აქციები ასე გაუფასურდა:
- EN+ (-54%)
- Inter RAO - (-47%)
- Gazprom ( -47.6%)
- LUKOIL (-46.5%)Detsky
- Mir (-47,4%)