რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე | Allnews.Ge

რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე

„თანხობრივად ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს“,- ასეთია „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზი საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სავარაუდოდ, 2022 წელს საქართველოს პროდუქტებსა და მომსახურებაზე უკრაინიდან მოთხოვნა 30%-ით, ხოლო რუსეთიდან 10%-ით შემცირდება.

„ჩვენთვის ეს როგორც გზავნილების, ისე ტურიზმის და ექსპორტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შედარებით მცირე წილი აქვს ამ ორ ქვეყანას. რომ შევადაროთ, 2022 წელს ჩვენი ჯამური სავალუტო შემოსავლების დაახლოებით, 20% მოდიოდა ამ ორ ქვეყანაზე (დაახლოებით 2/3 რუსეთის წილი). თუმცა აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იგივე ექსპორტში შედარებით მაღალი იმპორტის წილი. იგივე უკრაინაში მანქანების ექსპორტი ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა, რაც რეალურად რეექსპორტია, ჩვენ არ ვაწარმოებთ მანქანებს და ის თანხა, რომელიც ამ ექსპორტიდან რჩება, შედარებით მცირეა. სამწუხაროდ, ღვინის შემთხვევაშიც ასეა, იმიტომ, რომ დაბალ მარჟიანი ბაზარია, აქ რეალურად არის იმპორტი, იგივე ბოთლი ეტიკეტი, საცობი და ა.შ. განაგრძეთ კითხვა