რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად | Allnews.Ge

რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად

საწვავის ფასის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა პროცესს აკვირდება და „სიტუაციიდან გამომდინარე“, გადაწყვეტილებებს „მყისიერად“ მიიღებს.

როგორც „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. თუმცა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. კერძოდ, ზაალ იაკობიძის თქმით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს (შესაძლოა, შემცირდეს კიდეც), აქციზის და ასევე დღგ-ს შემცირება ის ორი მექანიზმია, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს შეუძლია.

„მე ვფიქრობ, უნდა იყოს დაკონკრეტებული, რა საშუალებების გამოყენებაზეა საუბარი და რაში გამოიხატება სახელმწიფოს ჩართულობა. თუ ეს ნიშნავს აქციზის შემცირებას, ეს არის ქმედითი საშუალება. თუმცა, გაწერილი უნდა იყოს კონკრეტულად სამოქმედო გეგმა. განაგრძეთ კითხვა