სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო მზესუმზირის ზეთს | Allnews.Ge

სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო მზესუმზირის ზეთს

2021 წელს საქართველომ 32,570 ტონა მზესუმზირის ზეთი იყიდა, რაც თითქმის 14,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020-ში საქართველომ 46,680 ტონა ზეთი შეიძინა. თუმცა მსოფლიო ბაზარზე გაძვირებული პროდუქციის გამო, ქვეყანას ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაუძვირდა. თუ 2020 წელს ერთი ტონა ზეთის შემოტანა საშუალოდ 986 დოლარი ჯდებოდა, 2021 წელს ეს თანხა 1 485 დოლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს ზეთის იმპორტი საქართველოს 48,383 მლნ დოლარი დაუჯდა, 2020 წელს კი 46,026 მლნ დოლარი.

რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყნებს, საქართველომ 2021 წელს მზესუმზირის ზეთი ძირითადად იყიდა - რუსეთში, რომელზეც მთლიანი იმპორტის 87% მოდის, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქეთსა და იტალიაში.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2021 წელს მზესუმზირის ზეთი იყიდა:

რუსეთი - 28 350 ტონა, 41,640 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 469 დოლარი)

აზერბაიჯანი - 2 398 ტონა, 3,785 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 578 დოლარი)

განაგრძეთ კითხვა