მთავრობამ 2021 წელს 5,247 მლრდ ლარის ვალი აიღო | Allnews.Ge

მთავრობამ 2021 წელს 5,247 მლრდ ლარის ვალი აიღო

მთავრობამ 2021 წელს 5,247 მლრდ ლარის ვალი აიღო - ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რაც შეეხება ვალის აღების წყაროებს, 2021 წლის განმავლობაში მთავრობამ საგარეო ვალის სახით დაახლოებით 5,553 მლრდ ლარის ვალი აიღო, აქედან 1.713 მლრდ ლარი ქვეყანამ ევრობონდების განთავსების საშუალებით მიიღო, დაახლოებით 2,467 მლრდ ლარი მთავრობამ საბიუჯეტო კრედიტებიდან აიღო, საინვესტიციო კრედიტებიდან აღებული ვალების მოცულობამ კი 1,373 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეეხება საშინაო ვალს, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს მთავრობამ უფრო მეტი შიდა ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, უფრო კონკრეტულად, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებისა და დაფარვის შედეგად წმინდა შემოსულობა - 306,5 მლნ ლარს შეადგენს. განაგრძეთ კითხვა

myquiz