როგორი იქნებოდა საქართველო, ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო? | Allnews.Ge

როგორი იქნებოდა საქართველო, ანაკლიის პორტი რომ აშენებულიყო?

"პროექტი, რომელიც თამაშის წესებს ცვლის", - ეს სიტყვები "ანაკლიის პორტის" შესახებაა. დღეს აღარ ვიცით, როგორ, და რომელი თამაშის წესები შეიცვლებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით. პროექტი, რომელიც, გეგმის თანახმად, 50 წლის განმავლობაში 60 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ ღირებულებას შექმნიდა, განუსაზღვრელი დროითაა გაჩერებული.

ამიტომ, ჯერჯერობით ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა ცვლილებებს მოიტანდა საქართველოსთვის ქალაქ ანაკლიაში პორტის მასშტაბური მშენებლობა, დიდი რაოდენობის ტვირთის მუდმივი შემოდინება, განხორციელებული უზარმაზარი ინვესტიცია და ქალაქის, მისი გავლით კი - ქვეყნის გაძლიერებული კავშირი დასავლეთთან.

anakliis-porti-saukunis-proeqti-1643185575.jpg

  • შავიზღვისპირეთში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს, ამიტომ, ამჟამად ქვეყნის პორტებში შავ ზღვაში დატვირთული გემების დაახლოებით 65% ვერ შემოდის.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, წინასწარი დიზაინიშავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პორტი აფხაზეთის საზღვართან მდებარე ანაკლიაში, 400 ჰექტარ ფართობზე უნდა აშენებულიყო. ეს პორტი მოემსახურებოდა ყველაზე დიდ, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს.
  • პროექტი მხოლოდ პორტით არ შემოიფარგლებოდა. ანაკლიას თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც შეემატებოდა, რომელიც 600 ჰექტარ მიწის ფართობზე უნდა ყოფილიყო განთავსებული.

იხი­ლეთ AMBEBI.GE-ს სპე­ცპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­შიც გრა­ფი­კუ­ლად ჩანს, რა შე­იც­ვლე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანაკ­ლი­ის პორ­ტი რომ აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს პრო­ექ­ტი და რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებ­და ის ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ზე.