რატომ უფასურდება კრიპტოვალუტა - ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 30 000 დოლარამდე დაეცეს | Allnews.Ge

რატომ უფასურდება კრიპტოვალუტა - ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 30 000 დოლარამდე დაეცეს

კრიპტოვალუტის ბაზრებზე ბიტკოინმა 3.4% დაკარგა და საშუალოდ, 35 000 დოლარად ივაჭრება, შაბათს კი 34,000 დოლარამდეც დაეცა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის განახევრდა, რადგან ნოემბერში მისი რეკორდული პიკი 69 000 დოლარს შეადგენდა.

ტრეიდერები ამბობენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოვალუტის მიმართ მხარდაჭერას ზრდიან, რაც მჭიდრო კავშირშია რისკების ისეთ აქტივებთან, როგორიც არის აქციები. Nasdaq Composite-ის ინდექსმა გასულ კვირას 2020 წლის მარტის შემდეგ ვაჭრობის ყველაზე ცუდი კვირა აჩვენა. გაყიდვებმა ციფრული აქტივების უმეტესობა დააზარალა. მაგალითად, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულება შაბათს 2440 დოლარამდე დაეცა, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი იყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz